ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან დაპირისპირებაზე:  ინციდენტი იყო წამიერი

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან დაპირისპირებაზე: ინციდენტი იყო წამიერი

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ. „როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი“, - განაცხადა ფარცხალაძემ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა.