ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა

ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ცოტა ხნის წინ მოვიდა.

ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო ითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა.

ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.