დღეიდან ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

დღეიდან ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის  ნაცვლად,  7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას  ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.