ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა. მსველობაში ათეულობით სასულიერო პირი, მრევლი, ჩოხოსნები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

მსვლელობა “ვარდების მოედნიდან” დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს წინ მიუძღოდათ სასულიერო პირები, სტიქაროსნები და ჩოხოსნები ქართული დროშებით. აქციის მონაწილეები თან მიაბრძანებდნენ აწყურისა და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს.

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძრის შესასვლელთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად დახვდა.

ტაძარში პატრიარქი პარაკლისს შეასრულებს და მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს, იქამდე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებთან, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან, ერთობლივი ფოტო გადაიღო.

შვიდ და მეტ შვილიან ოჯახებს დღეს სამების საკათედრო ტაძარში „მამულიშვილის თავდებული მშობლების“ სიგელები და ხატები გადაეცათ. ისინი პატრიარქის თხოვნით, მეუფე შიო მუჯირმა დალოცა.