ენერგეტიკოსის თქმით, დარიალ ჰესის მშენებლობა ენერგო დეფიციტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია

ენერგეტიკოსის თქმით, დარიალ ჰესის მშენებლობა ენერგო დეფიციტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია

ენერგეტიკოსი ლადო ვახტანგაშვილი ელექტროგადამცემი ხაზების მავნებლობის შესახებ ინფრომაციას აქვეყნებს და დარიელჰესის მშენებლობის საკითხს ეხმაურება:

“ელექტროგადამცემი ხაზების მავნებლობის შესახებ პირველად კვლევა ნენსი ვერიმერმა და ედ ლიპერმა 1979 წელს ჩაატარეს. კვლევაში განხილული იყო მაღალი ძაბვის (ელექტრომაგნიტური გამოსხივების) მავნე გავლენის შესახებ ადამიანებში, რომელიც ხანგრძლივი მოქმედების შედეგად იწვევდა ლეიკემიას და კიბოს.

აღნიშნული კვლევა გახდა წინაპირობა, მომავალში მომხდარიყო საფუძვლიანი კვლევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების უარყოფითი გავლების შესაფასებლად ადამიანებში.

80-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კვლევა ჩატარდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებმაც ბევრ ურთიერთ გამომრიცხავ პასუხებამდე მიგვიყვანა.

2002 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წარმოადგინა რამდენიმე ასეულ გვერდიანი, სიღრმისეული კვლევა, სადაც საუბარი იყო ელექტრო და მაგინტური ველის გავლენაზე ორგანიზმში.

მათი საბოლოო დასკვნის მიხედვით,

სტატიკური ელექტრო-მაგნიტური ველები და დაბალსხშირული ელექტრული ველები არ არიან კლასიფიცირებული, როგორც ადამიანში კიბოს გამომწვევი.

იმავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მაღალი ძაბვის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობაში შეიძლება შეინიშნებდეს:

თავის ტკივილი

დაღლილობა

შფოთვა

უძილობა

გამონაყარი

კუნთების ტკივილი,

თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი.

მოკლედ, ძალიან ბევრი კვლევები ტარდება იმაზე თუ რამდენად მავნებელია ორგანიზმისტვის ელექტრომაგნიტური ტალღების გავლენა, მაგრამ იმის დაბეჯითებით მტიკცება, რომ ის აუცილებლად იწვევს კიბოს და ლეიკემიას, ძირითადად ვარაუდებს ეყრდნობა. სადაც რეალურად ზემოქმედების ეფექტის განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელია, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული საკითხის გარშემო დისკუსიას.

რაც შეეხება ჩვენს რეალობას:

ქვეყანა იმყოფება უდიდესი დეფიციტის მდგომარეობაში, სადაც ზამთარის პერიოდში ფაქტიურად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ვართ დამოკკიდებული (მოგეხსენებათ, რომ ენგურის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის აბსოლიტური უმრავლესობა ზამთრის პერიოდში აფხაზეთი მოიხმარს.

ქვემოთ მოყვანილია სამ წლის მონაცემები, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენათაა დამოკიდებული ქვეყანა ექსპორტზე.

ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან შეადგენდა:

1. 2013 წელი - 460.5 მლნ კვტ/სთ.

(2013 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 484.107 მლნ კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (484.108 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % - ია)

რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 95% შეადგენს.

2. 2014 წელი - 607 მლნ კვტ/სთ.

(2014 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 793,3 მლნ კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (793,3 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % - ია)

რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 76% შეადგენს.

3. 2015 წელი - 511 მლნ კვტ/სთ.

(2015 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 630.6 მლნ კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (699.2 მლნ კვტ.სთ) თითქმის 90.2 % - ია)

რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 73% შეადგენს.

ამ ყველაფრის ფონზე, იმით აპელირება, რომ აღიშნული ხაზი არ უნდა აშენდეს და რომ ის დამღუპველია მოსახლეობისთვის, სრულ სიცრუეს შეესაბამდება. ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს მოსახლეობისგან მაქსიმალურად დაშორებულ ტერიტორიაზე, სადაც დაცულია საერთაშორის ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტებით.

ჩვენ გვჭირდება დარიალ ჰესი, გვჭირდება ჰაერივით, რათა აღმოვფხვრათ ენერგო დეფიციტი და არ ვიყოთ დამოკიდებული გარე მომწოდებლებზე.

პ.ს. საფლავების ამოთხრა არ შეიძლება (არც ამოითხარა როგორც გამოჩნდა კადრებიდან). მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ არსებობდეს საფლავები. ის არგუმენტი, რომ დაუშვებელია ხაზების ქვეშ საფლავების არსებობა და იქ აღდგომას თუ სხვა დღესასწაულებზე მიცვალებულებზე ასეთ მდგომარეობაში პატივის მიგება, სისულელეა. არ იდარდოთ, ძაბვა ხელს არ უშლის მიცვალებულს სასუფევლის დამკვიდრებაში“, - წერს ენერგეტიკოსი საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე.