ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.

სასულიერო პირები და მრევლი გალობით, ხატებითა და დროშებით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

მსვლელობას მონაწილეები ვარდების მოედნიდან, ოპერის, პარლამენტის და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან, სადაც დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს.