საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო, ევროკავშირის ელჩი უწყებაში დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო, ევროკავშირის ელჩი უწყებაში დაიბარა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

იანოშ ჰერმანს ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დუნდუა ხვდება. შეხვედრის შემდგე კი მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ „პოსტის“ დაკავება მიულოცა.