ზურაბ ჭიაბერაშვილი: პროკურატურა ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ არის გადაქცეული

ზურაბ ჭიაბერაშვილი: პროკურატურა ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ არის გადაქცეული

,,ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა, რომელიც უნდა ატარებდეს გამოძიებას აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას საქმესთან დაკავშირებით, თავად არის ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ გადაქცეული“, - ამის შესახებ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემასთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რათა პარლამენტმა თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

,,ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაარეგისტრირა, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის ,,ხულიგნობას“ უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა, რომელიც უნდა ატარებდეს გამოძიებას, თავად არის ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ გადაქცეული. სახელმწიფო კონტროლის აუდიტი უშუალოდ პარლამენტს ექვემდებარება და ის, რაც მოხდა მთავარი აუდიტის მიმართ, ეს პირდაპირ ვრცელდება პარლამენტზე. თუკი პარლამენტმა არ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდაცვითი სისტემა და მთლიანად მოშლილია კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.