მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი, ლგბტ თემის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი, ლგბტ თემის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა.

აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მის უსაფრთხოებას სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას სამარშრუტო ტაქსების მეშვეობით ტოვებენ. მათ პოლიციელები აცილებენ.

სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციაზე შესვლა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს შეეძლოთ.

აქციაში ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციის მთავარი ლოზუნგია იყო ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.