სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკეტილია ინგოროყვას ქუჩა ორივე მხრიდან, ასევე მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედნიდან” მისასვლელი გზა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 10:00 საათზე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. დაიშვებიან მხოლოდ აქციის მონაწილები და მედიის წარმომადგენლები.