ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები 5 ლოკაციაზე, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები და მრევლი იკრიბებიან, უსაფრთხოების ზომების დაცვას უზრუნვლყოფენ.

მათ შეკრების ადგილებთან რკინის ჯებირები აქვთ დადგმული, შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია ფილარმონიიდან რუსთაველის მიმართულებით, სადაც საპატრულო პოლიცია ავტომობილების გადადგილებას აკონტროლებს.