ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრება

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრება

18-19 მაისს ბელგრადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დაესწრება.

კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ანგარიში, არაკანონიერი ქონების კონფისკაციის მიზნით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროპის მულტიეროვნულ ქვეყნებში სახელმწიფო მართვის დემოკრატიული მიდგომები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლიდან გადახვევის პროპორციულობის კრიტერიუმები და წამებისა და სიკვდილით დასჯისთვის გამოსაყენებელი ნივთებით ვაჭრობის წინააღმდეგ საერთაშორისო რეგულაციების გაძლიერებაა.

ეკა ბესელია კომიტეტის სხდომის მონაწილეებს წარუდგენს ანგარიშს ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე - „ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში კანონის უზენაესობის ახალი საფრთხეები". კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა პლენარული სესიისთვის განსაზღვრულ საკითხებზეც შედგება.

დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეის სერბეთის დელეგაციის ხელმძღვანელისა და სერბეთის იუსტიციის სამინისტროს ხელძღვანელთა მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში.