ხანდოს ხეობის მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ ექსპერტები და მინისტრი სიტუაციას ადგილზე გაეცნობა

ხანდოს ხეობის მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ ექსპერტები და მინისტრი სიტუაციას ადგილზე გაეცნობა

ხანდოს ხეობის მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ ექსპერტები და მინისტრი სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისა და ხანდოს ხეობის 4 სოფლის მოსახლეობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ განუცხადა, შედგება დისკუსია დაინტერესებულ მხარეებთან ერთად თემის ირგვლივ, რომელშიც ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საუბარს თემაზე. მინისტრის დავალებით იყო შეთავაზება, რომ ჩვენ ჩავალთ და მივიყვანთ გერმანელ ექსპერტებს ადგილზე, მოსახლეობასთან და თუ მათი სურვილი იქნება, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად შედგება დისკუსია, თუ რანაირად შეიძლება პროექტის განხორციელება”, -განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხანდოს ხეობის 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მინისტრთან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ხანდოს ხეობის მოსახლეობა მოითხოვს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობის ადგილის შეცვლას, რათა ისინი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არ განთავსდეს.