მოქალაქე მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. როგორც შოთა კოზმანაშვილმა მცხეთაში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, მისთვის მაჟორიტარი დეპუტატები უფრო მეტად პატრიოტები არიან, ვიდრე პარტიების წარმომადგენლები.
კოზმანაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს უნდა დარჩეს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება.
”რატომ უნდა გადავცეთ მთლიანად ძალაუფლება პარტიებს და არ მივცეთ ჩვენს მიერ არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს, ჩვენი უფლებების დაცვის საშუალება. მინდა ვთხოვო ყველა მაჟორიტარს, ვინც არის, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ საკითხში, როცა იქნება განხილვა, თქვენი და მათ შორის ჩვენი უფლებების შელახვას. ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა როცა პარტიებმა, მათ შორის ბოლშევიკურმა პარტიამ, როცა გაყიდეს ქვეყანა და საქართველო ჩააბარეს რუსეთს. ჩემთვის მაჟორიტარი უფრო მეტი პატრიოტია, თავისი ქვეყნის და კუთხის, ვიდრე პარტიის წარმომადგენლები”, - გაანცხადა შოთა კოზმანაშვილმა.