ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შეფასებისას.
მისი თქმით, რეგიონში გუშინწინ ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და
დღეს ისევ ბომბავენ.
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისევე როგორც მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას საქართველოში. ჩვენ გარშემო რა ხდება, ხედავთ. გუშინწინ რეგიონში ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და დღეს ისევ ბომბავენ. ჩვენს გარშემო უსაფრთხოების გარემო ყოველდღიურად იცვლება და საქართველო ამ ყველაფერში უსაფრთხოების კუნძულია, იმ თავდასხმების მიუხედავად, რომელსაც, სამწუხაროდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ჯგუფები ახორციელებენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაშინ არ გაწუხებდათ, რომ დაფინანსება არაგამჭვირვალე იყო?
მაშინ არ გაწუხებდათ, რომ თქვენც და ის ასოებიც დიფსტეიტის დავალებას ასრულებდით/
მაშინ რატომ არ იყავით საქართველოს პატრიოტი?
იმ გერმანული დონორორგანიზაციიდან წამოსვლის შემდეგ იმ და სხვა მსგავს ორგანიზაციებს რომ დაუპირისპირით, ეს არაა გაქცევა და ღალატი იმისა, ვისი მეშვეობითაც წლების მანძილზე ოჯახს ინახავდით?