ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც

ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე  ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის  წერილს.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად  დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე  ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას.

ეხლა ვნახოთ რას მოუწოდებს ევროკავშირის წერილი საქართველოს. ის მას მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად  დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.

თუ საქართველომ ეს მოთხოვნების დააკმაყოფილა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი მართლმადიდებელი მოსახლეობა უნდა შეეგუოს ცოდვის პროპაგანდა-ტირაჟირებას, ცხოვრების წესად დამკვიდრებას... და ჩნდება კითხვა: ვრჩებით თუ არა ისევ მართლმადიდებლები? (საბერძნეთის მაგალითს აქ არგუმენტად ნუ მომიყვანთ).

რელიგიური ფაქტორი რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, ამ გადაწყვეტილებას თავის სოციალურ-პოლიტიკური განზომილებაც ექნება - საზოგადოებაში სერიოზული განხეთქილება და რყევები, მათ შორის ეკლესიასთან დაპირისპირებაც. ვიფიქროთ ამაზეც!“ - წერს ანჯაფარიძე.