ზელენსკი გონჩარენკოს: სამხედროები როტაციას შეძლებენ, როცა თქვენნაირები ფრონტზე იქნებიან

ზელენსკი გონჩარენკოს: სამხედროები როტაციას შეძლებენ, როცა თქვენნაირები ფრონტზე იქნებიან

ხმაური იყო უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის დამტკიცების დროს მოხდა.

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერად დაუპირისპირდა. გონჩარენკომ პრეზიდენტს ჰკითხა, მოხდებოდა თუ არა სამხედროების დემობილიზაცია, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „სამხედროები სახლში დაბრუნდებიან, როდესაც მტრებს დავამარცხებთ“ და რომ ისინი შეძლებენ როტაციას, „როდესაც თქვენნაირი ადამიანები ფრონტზე დაეხმარებიან და არა მხოლოდ აქ“.

ამის შემდეგ გონჩარენკომ დაიყვირა: „სინდისი უნდა გქონდეთ“.

დოი ფუი ამათი...ამათ შემხედვარე,უკრაინის ომს დამთავრება არ უწერია,წყეულიმც იყავთ ბოროტობო!
4 საათის უკან