პოლიტიკოსი აშშ-ში პრემიერის ვიზიტს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერად აფასებს

პოლიტიკოსი აშშ-ში პრემიერის ვიზიტს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერად აფასებს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანია და ქვეყნისადმი ამერიკის მხარდაჭერას ადასტურებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ყველაზე ადრე, მათ შორის ბევრ ევროპელ ლიდერებზე ადრე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს ვიზიტი იყო დადასტურება პრიორიტეტების, მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების, ასე რომ, ამ მხრივ ნაკლები კითხვები შეიძლება გაჩნდეს", - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ყველა სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება.