ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პირველ დიპლომატთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში მონაწილეობას მიღებს.
„ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხიც წამოწია და ადმინისტრაციის მხარდაჭერა გამოხატა კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებაზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.