აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას სირიის საკითხზე ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას სირიაში კონფლიქტის დასრულების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთმა შეაკავოს ასადის რეჟიმი, ირანი და მისი მომხრეები“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა სურვილი გაუმჯობესდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაც.
დღეს, სერგეი ლავროვისა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.