თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ტრამპთან შეხვედრას წინ უძღოდა ლავროვის შეხვედრა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. დონალდ ტრამპმა დღევანდელ შეხვედრას „ძალიან კარგი“ უწოდა. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სერგეი ლავროვთან“, - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებამ მოახდინა თუ არა გავლენა რუს მინისტრთან მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა. მისივე განცხადებით, აუცილებელია სირიაში საშინელი მკვლელობების შეჩერება. „ვფიქრობ, მივაღწიეთ პროგრესს“, - განუცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.