აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, აშშ-მ ნაურუს დაფინანსება შეუწყვიტა

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, აშშ-მ ნაურუს დაფინანსება შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატები ნაურუს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო დაფინანსებას აღარ გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.

ცნობისთვის, ნაურუმ 2009 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

შეგახსენებთ, შაბათს, 6 მაისს, დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ მან აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.