ეკა ბესელია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს, ხოსე მარკენიო დე ლანოს შეხვდა

ეკა ბესელია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს, ხოსე მარკენიო დე ლანოს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს, ხოსე მარკენიო დე ლანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე, რომელიც თბილისში ხვალ გაიხსნება და ასევე, სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და მასში მონაწილეობას 87 ქვეყნის 200-მდე ნატარიუსი მიიღებს. ხოსე მარკენიო დე ლანომ აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სანოტარო სერვისების განვითარებას მომავალში. მისივე თქმით, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსებს შორის ონფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოს სანოტარო სისტემა ძალიან პროგრესული და ძალიან განვითარებულია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ძალიან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში იმისთვის, რომ წრაფად მოხდეს ახალი სტანდარტების დანერგვა და ამ მხრივ საქართველოს კარგი პროგრესი აქვს. მისივე თქმით, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც იურტიციის სამინისტროსთვის და ნოტარიუსთა პალატისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტისთვისაც. „ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღეთ „ნოტარიატის შესახებ" კანონში და ამით ძალიან გავაუმჯობესეთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააძლიერებს საქართველოს სანოტარო სისიტემას. ეკა ბესელიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაეხმარება, რომ სისტემას კარგი საკანონმდებლო ბაზა ჰქონდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარება პარლამენტისთვისაც საინტერესო იქნება ახალი სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით.

საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ, ხოსე მარკენიო დე ლანომ ორგანიზაციის სახელით მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარეს ნებისმიერ საკითხზე ექსპეტული დახმარება გაუწიოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის, ხოსე მარკენიო დე ლანოს შეხვედრას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ნოტარიატთა სისტემას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება და როდესაც ვესაუბრებოდი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს, მან აღნიშნა, რომ საქართველო არის მოწინავე, საქართველო არის ლიდერი ამ მხრივ და ისინი საუკეთესო გამოცდილებას იღებენ საქართველოს სამართლებრივი სისტემიდან, რომელიც ნოტარიატთა საქმიანობას ეხება. ჩვენ გამოვყავით შემდგომი თანამშრომლობის საინტერესო სამართლებრივი სივრცე, ეს არის ექსპერტული მოსაზრებები და შევთანხმდით , რომ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი მაღალი შეფასებების მოსმენის შემდეგ და იყო ძალიან კარგი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ იმ რეფორმების გამო, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა ნოტარიატთა სამართლებრივი სისტემისა დ ინსტიტუციური გაძლიერებისთვის",- აღნიშნა ეკა ბესელიამ.