ტყიბულში მომხდარი გვახსენებს, რომ შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ტყიბულში მომხდარი გვახსენებს, რომ შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი შრომითი უსაფრთხოების დასაცავად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ოთხი დაღუპული მეშახტის ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები გაიმართება.