ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ლაილა ომარ გადს შეხვდა

ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ლაილა ომარ გადს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ლაილა ომარ გადის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაცია. მხარეებმა განიხილეს კანონის აღსრულების პროცესში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული მიდგომის დასანერგად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაილა ომარ გადს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა გააცნო, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონის იმპლემენტაციის მიზნით შეიქმნა.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც საპარლამენტო კომიტეტების წევრები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც კანონის იმპლემენტაციის თვალსაზრისით მიმდინარეობს და მასში UNICEF-ის მონაწილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება შუალედური ანაგარიშის მოსასმენად და მოხარული იქნება, თუ სხდომაში მონაწილებას UNICEF-ის წარმომადგენელიც მიიღებს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეფორმა არის უნიკალური, ემსახურება ახალი სტანდარტების დანერგვას და მის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება.

ეკა ბესელიას განცხადებით, უწყებებს უკვე მიეცათ დავალება, რომ მოამზადონ შესაბამისი ნორმატიული აქტები და ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც აუცილებელია რეფორმის განხორციელებისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს რეგიონალური შეხვედრები სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით, სადაც ისინი ახალი სტანდარტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. აღინიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში პირველად შემოდის მონიტორინგის ისეთი სისტემა, რომელსაც სხვადასხვა უწყება განახორციელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება რეგიონალურ შეხვედრებში UNICEF-ის ჩართულობა.

შეხვედრაზე მხარეება ისაუბრეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხებზე. ლაილა ომარ გადიმ მზადყოფან გამოთქვა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში UNICEF-ის მხრიდან ექსპერტულ ჩართულობაზე. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში არის კარგი მაგალითი ახალი სტანდარტების დამკვიდრების კუთხით.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე.