პროგრამის „ასწავლე საქართველოს“ ფარგლებში კონფერენცია „ეფექტური სწავლება“ გაიმართა

პროგრამის „ასწავლე საქართველოს“ ფარგლებში კონფერენცია „ეფექტური სწავლება“ გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში -„ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართული კონულტანტ-მასწავლებელების ინიციატივითა და ბათუმის N25-ე საჯარო სკოლის მხარდაჭერით კონფერენცია „ეფექტური სწავლება“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგებს შორის  გამოცდილების გაზიარება, საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვების დოკუმენტური ასახვისა და სისტემატიზების უნარების განვითარება, ასევე, კოლეგებისგან უკუკავშირის მიღება.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ-მასწავლებლები  და  ადგილობრივი პედაგოგები.

კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და უნარები პედაგოგებს დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ახალი მიდგომებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, ქ. ბათუმის რესურსცენტრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა.