ჩვენ გვსურს ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო

ჩვენ გვსურს ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო

დღევანდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფუნქცია და არჩევნების სისტემა არის ერთმანეთისთვის შეუსაბამო, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან ერთად ყურადღება გაამახვილა პარლამენტის არჩევის სისტემაზეც და განაცხადა, რომ ”ქართული ოცნება” მზად არის გამარჯვებისთვის, არჩევენების ნებისმიერი მოდელის ფარგლებში.

”ჩვენი ოპონენტები აპელირებენ საარჩევნო სისტემაზე, როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენ იმთავითვე დავაფიქსირეთ პოზიცია და გამოვრიცხეთ ნებისმიერი სუბიექტური ინტერესი ამ სფეროში, იმიტომ, რომ მზად ვართ არჩევნებში გამარჯვებისთვის, ნებისმიერი მოდელის ფარგლებში. თუმცა, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფუნქცია და არჩევნების სისტემა არის ერთმანეთთან შეუსაბამო და თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, სადაც ხალხის კონტროლი ძლიერდება, მაშინ არა მხოლოდ გვსურს, არამედ ვალდებულიც ვართ, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ კონსტიტუციაში არსებული ნაწილები საერთო პრინციპთან. ჩვენ გვსურს ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო”, - განაცხადა თალაკვაძემ.