მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში  ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს ჩაუტარებენ.

ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“2017 წლიდან ხორცილდება  და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის.

დისტანციური სწავლება  5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.  პროგრამაში, ამ ეტაპზე 300-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული და აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის და ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ხელს შეეწყოს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft - საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.