ეს ამხელა ცვლილებები გამოიწვია ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის - გიორგი მარგველაშვილი

ეს ამხელა ცვლილებები გამოიწვია ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის - გიორგი მარგველაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში პრეზიდენტთან დაკავშირებით ცვლილებები გამოიწვია სწორედ ერთმა ადამიანმა და ეს არის გიორგი მარგველაშვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილი ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„მინდა ჩემი შეხედულება გაგაცნოთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და რატომ არ უტოვებენ ადამიანებს უფლებას, რომ თითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, აქ არის ძალიან მარტივი პრინციპი - ეს ამხელა ცვლილებები გამოიწვია სწორედ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თავის კანდიდატურად, აირჩია, შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ მას აღმოჩნდა განსხვავებული ხასიათი, არა ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ ელოდებოდა. ამიტომ მთელი ამ წლების მანძილზე იყო პრობლემა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. იყო მუდმივი დავა უშიშროების საბჭოზე, დელეგაციების გამგზავრებაზე საზღვარგარეთ და ა.შ. იყო მუდმივი მცდელობა ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის. ახლა როდესაც „ქართული ოცნება“ თვლის, რომ 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, თავს იცავს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეცდომები აღარ იყოს დაშვებული და თუ მაინც ისევ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, რომელიც გამოავლენს თავის ხასიათს, ის ისევე ახალი გადასარჩევი იყოს, როგორც აირჩიეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ საერთო-სახალხო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არის ძალიან მაღალი.