ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას

ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას.

როგორც თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციის მოდელში არის ჩანაწერი სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება სხვა შეიარაღებულ ძალებში. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეს ბუნდოვანება ქვეყნისთვის სასურველი არ არის.

“არ შეიძლება კონსტიტუცია რომელიმე ადამიანზე მორგებით ან მის წინააღმდეგ იწერებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ კეთილი ნების ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და სულ კარგი და კეთილი სურვილები აქვთ. არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომელიც ერთმანეთს გამორიცხავს, ან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ განმარტავ, რომ სამხედრო ძალები რა არის და რა ვითარებაში გადაადგილდება და არც ერთ სიტყვას არ ამბობ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი ”მხედრიონის” გაჩენის”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.