სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორცილების უფლებამოსილება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ახალი დამატებითი მექანიზმების შექმნა გამოსავალი არ არის, რეალური გამოსავალია არსებული ნორმების შესრულება მოხდეს.

"მნიშვნელოვანია მომხდარის დეტალური გამოძიება მოხდეს. გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და დამნაშავე პირები დაისაჯონ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონი დღესაც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აკონტროლოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები - ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, შახტა და პერიოდულად განახორციელოს კონტროლი, რათა მისი ექსპლუატაცია ხდებოდეს ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოში, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბესაძემ.