ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი

ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი

ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის უსაფრთხოების პირობებზე მონიტორინგის დაწესება ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

”ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ ბალანსი, რაც პირველ რიგში გაითვალისწინებს ადამიანის უსაფრთხოდ მუშაობის პირობებს და ასევე ბიზნესის ინტერესებს. ასეთი ოქროს შუალედის მოძებნა შესაძლებელია. ამას სჭირდება მუშაობა, კონსულტაციები და ამ მიმართულებით ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.

დეპუტატი მომხდარს კომიტეტის სხდომაზეც გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.