მინისტრის თქმით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია

მინისტრის თქმით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია.

"მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მიზეზებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამოიკვეთა, რომ ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია წესები და უახლოეს მთავრობის სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს",- განაცხადა ალავიძემ.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.