ბულგარული მედიის ინფორმაციით, მარია გაბრიელი ევროკომისარი გახდება

ბულგარული მედიის ინფორმაციით, მარია გაბრიელი ევროკომისარი გახდება

ევროპარლამენტის დეპუტატი მარია გაბრიელი ბულგარეთის მხრიდან ევროკომისარი გახდება. აღნიშნულის შესახებ ბულგარული ონლაინ გამოცემა “Dnevnik” იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მარია გაბრიელი ევროკავშირის ციფრულ პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის სატელეფონო საუბრისას მიიღეს. ბორისოვმა იუნკერს განუცხადა, რომ მარია გაბრიელის კანდიდატურას მთავრობის სხდომაზე განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის მხრიდან ევროკომისარის თანამდებობა 2017 წლის 2 იანვრიდან მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც კრისტალინა გეორგიევა მსოფლიო ბანკში გადავიდა სამუშაოდ.