გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ითქვა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება რეგიონალურ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ბობ კორკერს, როგორც საქართველოს მეგობარს და გულშემატკივარს, სხვადასხვა დროს მის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო.