გიორგი გახარია:  დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება

გიორგი გახარია: დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან გუშინ საღამოს ეკონომიის მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაისჯება ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება. მისი თქმით, სახეზეა ტექნოლოგიური კატასტროფა. ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მუშებს თანადგომა გამოუცხადა.

”გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი. რა თქმა უნდა დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. რაც მთავარია ახლა უნდა მივხედოთ მდგომარეობას, რომელიც ადგილზეა. ეს არის ტექნოლოგიური კატასტროფა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო თანადგომა თითეულ ტყიბულელსა და მეშახტეს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.