აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საინტერესო, დეტალური და საქმიანი შეხვედრა შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საინტერესო, დეტალური და საქმიანი შეხვედრა შედგა

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვთანხმდებით, რომ ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საინტერესო, დეტალური და საქმიანი შეხვედრა შედგა.

”ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი და გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და მათი გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, საქმიანი , სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.