დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებით მთავრობა უარს ამბობს პრივილეგიაზე

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებით მთავრობა უარს ამბობს პრივილეგიაზე

„ქართული ოცნება“ პრაქტიკულად თავად ამბობს უარს იმ პრივილეგიაზე, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია ჰყავდეს კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ძლიერი პრეზიდენტის სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავაბრალებთ მმართველ გუნდს, ვერ დავიბრალებთ ნამდვილად იმას, რომ სუბიექტური ინტერესებიდან გამოვდივართ. ვამბობთ უარს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,პოლიტიკურ ფიგურაზე მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტის სახით და ვფიქრობთ, რომ არაპირდაპირი არჩევნები, ამ წესით ჩატარებული არჩევნები, უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რაც საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის არის დამახასიათებელი. ალბათ არავის არ ეპარება ეჭვი, რომ დღევანდელი მოცემულობით პრეზიდენტიც ძალიან თავისუფლად შესაძლებელია  „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანოს, თუმცა ჩვენ ამაზე ვამბობთ უარს.