მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში

მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში

მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის დროს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღეს ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია. ეკა ბესელიამ ”ევროპული საქართველოს” დეპუტატი ლელა ქებურიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განხილვები წინა ხელისუფლების დროს არ ხდებოდა.

”მე მინდა ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ქალბატონ ლელა ქებურიას ვუთხრა, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ის დროს, როდესაც ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების დროს.

მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. იმას ვაპროტესტებდით, თუმცა მაშინ თქვენი ხმა არ მესმოდა, რომ ეს იყო უსულგულო ვერაგული დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ. ჩვენ დღეს მათთან ერთად ვსაუბრობთ, რადგან გავიზარდეთ პოლიტიკურად. მე მივესალმები ამ დისკუსიას და ბევრი საინტრერესო მოსაზრება მოვისმინე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.