ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც მაია კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის ფიქტიური, რეალური მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ხელისუფლებაში ყოფნაა.
„ეს ყველაფერი ჰგავს თეატრს და პოლიტიკოსები კარგად თამაშობენ თავის როლს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში და სამუდამოდ ჰყავდეს უმრავლესობა“, - განაცხადა მაია კალანდიამ.
მის გამოსვლას ხალხი ხმაურით შეხვდა.