„გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან უმაღლესი დონის მხარდაჭერის გამომხატველია. ჩვენ მუდმივად ვიღებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებმა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი.
თამარ ხულორდავამ საქართველოს პრემიერმინისტრის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.