ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ, ლუჟკოვი წინასწარი შეთანხმების გარეშე, საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა

ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ, ლუჟკოვი წინასწარი შეთანხმების გარეშე, საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა

ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ, ლუჟკოვი წინასწარი შეთანხმების გარეშე, საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს გამოეხმაურა.

„ლუჟკოვის ვიზიტი არის სამწუხარო და ნათელი გამოხატულება, რომ საქართველო უნდა იცავდეს კანონს, თუმცა ამ კანონს არავინ იცავს მათ შორის, ამ კანონს არღვევს პირველ რიგში, ხელისუფლება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ლუჟკოვი წინასწარი შეთანხმების გარეშე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც რიგით რეისზე დაჯდა და საქართველოში ჩამოფრინდა. ვისთან იყო შეთანხმებული მისი ვიზიტი, ვინ მისცა საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ. მათი ჩართულობის გარეშე ეს შეუძლებელია. თუ ჩვენ არ ვიქნებით ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით პრინციპულები, ვერ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და ვერ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.