პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით

პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვართ ოპოზიციაში, ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, გავაკრიტიკოთ რაც არის მოსაწონი და რაც არის ნამდვილად სახელმწიფოებრივი. ბუნებრივია, მოსაწონია და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ ვიზიტს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.