ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე მიღებული მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე მიღებული მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე მიღებული მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხო მომავლის გარანტიად. ნებისმიერი პოზიტიური შეხვედრა, ნებისმიერი კონტაქტი ადმინისტრაციასთან და განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტისგან გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის სწორედ ჩვენი მომავლის საფუძველი. ეს არის საფუძველი იმისა, რომ საქართველო იქნება დაცული, უსაფრთხო ქვეყანა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე მიღებული მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.