დავით ბაქრაძე:   ვეტერანებს სჭირდებათ უკეთესი პირობები, პენსიის გაზრდა, მეტი სითბო

დავით ბაქრაძე: ვეტერანებს სჭირდებათ უკეთესი პირობები, პენსიის გაზრდა, მეტი სითბო

ვეტერანებს სჭირდებათ უკეთესი პირობები და პენსიის გაზრდა, მეტი სითბო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში იმყოფებოდა.

"დღევანდელი დღე საზეიმოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან ეს იყო ყველაზე სისხლიანი ომის და ფაშიზმის დასასრული. ქართველებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ამ მსოფლიო გამარჯვებაში და მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. სამწუხაროდ, დროს თავისი მიაქვს და დღეს ძალიან ცოტა დაგვრჩა ის თაობა, მაგრამ მათ ყველას სჭირდებათ მოფრთხილება და ყურადღება",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.