საკონსტიტუციო კომისიას ბევრი საინტერესო ცვლილება აქვს დაგეგმილი, მაგრამ არის თემები, რომელზეც პრინციპულად განსხვავებული მოსაზრება მაქვს

საკონსტიტუციო კომისიას ბევრი საინტერესო ცვლილება აქვს დაგეგმილი, მაგრამ არის თემები, რომელზეც პრინციპულად განსხვავებული მოსაზრება მაქვს

საკონსტიტუციო კომისიას მართლაც ბევრი საინტერესო ცვლილება აქვს დაგეგმილი ჩვენს კონსტიტუციურ კანონში, მაგრამ არის თემები, რომელზეც პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ კომისიას მართლაც ბევრი საინტერესო ცვლილება აქვს დაგეგმილი ჩვენს კონსტიტუციურ კანონში, მაგრამ არის თემები, რომელთა დაკავშირებითაც მე პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს და მინდა ეს მოსაზრებები საზოგადოებას გავანდო. რადგან კონსტიტუცია არის ყოველთვის თანხმობის დოკუმენტი. მთავარი, რითაც იზომება კონსტიტუციის ხარისხი არის ის, ჩვენ როგორც საზოგადოება რამდენად ვთანხმდებით, მთავარ ფუნდამენტურ წესზე, ჩვენი ერთად ცხოვრების. ამ დოკუმენტს ჩვენ ვიწყებთ სიტყვებით - ჩვენ საქართველოს მოქალაქენი.... ეს არ არის მარტო იურიდული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში გვაერთიანებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ თანამონაწილეეები ამ პროცესის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.