გია ვოლსკი:   პატარა საქართველოს მძლავრი მოკავშირეები სჭირდება

გია ვოლსკი: პატარა საქართველოს მძლავრი მოკავშირეები სჭირდება

რამდენიმე საკითხი - "ღამის მგლებიდან" დაწყებული ლუჟკოვით დამთავრებული არის დღის წესრიგში მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის საგანგებო მნიშვნელობის ვიზიტი შედგა აშშ-ში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკიმ მედიას გარკვეულწილად უსაყვედურა იმის გამო, რომ აშშ-ში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვა ბოლოს დასვა.

"ბოლოს ისმევა კითხვა პრემიერის ვიზიტზე და ხანდახან ასეთი განცდა მიჩნდება, ამ კითხვასაც ფორმალური ხასიათი ხომ არა აქვს?! საგანგებო მნიშვნელობის არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჰყავდეს და განავითაროს ურთიერთობები ისეთ პარტნიორთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. პატარა საქართველოს მძლავრი მოკავშირეები სჭირდება, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც დღეს მიმდინარეობს",- განაცხადა ვოლსკიმ.