პარლამენტის წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. დეპუტატებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი მიულოცეს.

"დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ მეორე მსოფლიო ომში. საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მოხერხდა დიდი ბოროტების დამარცხება ფაშიზმის სახით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.