ვაკის პარკში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ „ღამის მგლებს“ მაისური, წარწერით „საქართველო“ აჩუქა

ვაკის პარკში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ „ღამის მგლებს“ მაისური, წარწერით „საქართველო“ აჩუქა

რუსმა ბაიკერებმა, ე.წ. ღამის მგლებმა ვაკის პარკი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ პარკში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის თქმითაც, მას დედა რუსი ჰყავს, "ღამის მგლების" წარმომადგენლებს მაისური, წარწერით „საქართველო“ აჩუქა.

"ჩვენ მხოლოდ სტუმრად მოვედით ქვეყანაში, რომელიც პირადად მე ძალიან მიყვარს და მრავალი წელია, ჩამოვდივარ. ჩვენ დღეს მივდივართ და არ შეგვეძლო, აქ არ შემოგვევლო და პატივი არ მიგვეგო გმირებისთვის. მე პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს. "ღამის მგლებს" მხარს ვუჭერ, ისინი ჩემი მეგობრები არიან", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა რომან ვარანცოვმა.

„ღამის მგლების“ წევრებმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.