25 მაისს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს შეხვდება

25 მაისს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა.

მისი თქმით,ტრამპმა ემანუელ მაკრონს პირადად მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

როგორც თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება, სატელეფონო საუბარისას დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა. მხარეები შეთანხმდნენ, 25 მაისს, ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე, პირისპირ შეხვედრა გამართონ.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, მჭიდროდ იმუშავოს საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტთან საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.